https://hamromaster.com/ https://techsikshya.com/ https://askaraffiliate.com/ slot pulsa slot qris slot pulsa slot pulsa slot qris slot qris slot dana slot pulsa slot maxwin slot maxwin slot qris slot qris slot qris slot depo 10k slot depo 10k slot qris slot pulsa slot gacor slot pulsa slot gacor slot gacor slot gacor 2026 slot gacor slot gacor slot demo slot gacor
DRC









ცვლილებები დებულებაში



 

 მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ,,დავების განმხილველი ცენტრი“

საარბიტრაჟო წარმოების წესები (დებულება)

 

ცვლილებები ,,დავების განმხილველი ცენტრის“ საარბიტრაჟო წარმოების წესების 2016 წლის რედაქციაში

 

მუხლი 1. ,,,საარბიტრაჟო წარმოების წესებში“ (2016 წლის ივნისიდან მოქმედი რედაქცია, გამოქვეყნებული იქნა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 25 მაისს 2016წ.)

 შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:

1.       ,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2-ს (,,საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები“) შეიცვალოს 1-ლი  მუხლი და ,,ბ“,  ,,გ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

1)    საარბიტრაჟო ხარჯი (ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი) განისაზღვრება დავის ღირებულების 3,0% ოდენობით დღგ-ს ჩათვლით.  საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობაა 236 (ორასოცდათექვსმეტი) ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო მაქსიმალური ოდენობაა 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამასთან,

ბ)      საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულია დავის განხილვა სამი არბიტრით ფორმირებული  ტრიბუნალის მიერ, საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობა შეადგენს 708 (შვიდას რვა) ლარს დღგ–ს ჩათვლით და მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 20,000 (ოცი ათასი) ლარს დღგ–ს ჩათვლით.

გ) თუ საარბიტრაჟო შეთანხმება არ ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვას  ზეპირი მოსმენით, მხარე, რომელიც შუამდგომლობს ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ, ვალდებულია გადაიხადოს დამატებითი საარბიტრაჟო ხარჯი დავის ზეპირი მოსმენისათვის გათვალსიწინებული  მინიმალური ოდენობის შესავსებად. აღნიშნული დამატებითი ხარჯი არ დაეკისრება საარბიტრაჟო განხილვის მეორე მხარეს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება დავა.

 

 2.  ,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2-ს (,,საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები“) შეიცვალოს მე-5  მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

5) თუ საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის გარეშე  მხარეები მიმართავენ DRC–ის მორიგების  დამტკიცების შუამდგომლობით, მათ ასევე DRC-ის სამდივნოს უნდა წარუდგინონ საარბიტრაჟო მოსაკრებლის, კერძოდ მორიგების საგნის (სადაო თანხა) ღირებულების 2%–ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც არ უნდა იყოს 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმუმზე 236 ლარი ნაკლები), საიდანაც 50% შეადგენს  DRC-ის ადმინისტრაციულ საზღაურს, ხოლო 50% შეადგენს არბიტრ(ებ)ის ჰონორარს.

 

3         ,,საარბიტრაჟო წარმოების წესებში“ შეტანილი ცვლილებები ამოქმედდეს 2019 წლის 1 მარტიდან.

 

 

 

 








უპირატესობები