მარკიან მალსკი



სახელი:                       მარკიან                                  

გვარი:                          მალსკი                                  

დაბადების თარიღი: 11.12.1984                                                                    

საცხოვრებელი ადგილი: ლვოვი, უკრაინა                                                           

                                                                                                                                          

მოქალაქეობა:            უკრაინა                                                     

ელ-ფოსტა:             Markian.Malskyy@arzinger.ua                                      

 

განათლება, ხარისხი, წოდება: 

ü  ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი, სადოქტორო, (სამაგისტრო ნაშრომი: საარბიტრაჟო შეთანხმება, როგორც საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში დავის დაწყების საფუძველი“;

ü  მსოფლიო ვაჭრობის ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლისა და ეკონომიკის (summa cum laude) (საკორპორაციო, სახელშეკრულებო, საინვესტიციო სამართალი, საერთაშორისო ვაჭრობა);

ü  სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში (magna cum laude) (კომერციული არბიტრაჟი, დავების გადაწყვეტა);

ü  ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტი, სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ეკონომიკაში (საერთაშორისო ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები და ფინანსური დაგეგმვა, ინვესტიციები); სამაგისტრო პროგრამა (სამოქალაქო, საფინანსო, კორპორატიულ, სახელშეკრულებო, საერთაშორისო სამართალი).

                                                                                                             

პროფესიული კვალიფიკაცია: პარტნიორი, დასავლეთ უკრაინის ფილიალის ხელმძღვანელი, დოქტორი, ადვოკატი, MCIArb, ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსული.

 

პროფესიული გამოცდილება:

ბოლო 10 წლის განმავლობაში, იგი ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას სამართლის სფეროში, ძირითადად იგი წარმოადგენდა კლიენტთა ინტერესებს ენერგეტიკის, უძრავი ქონების, საგადასახადო და საბაჟო, ასევე სამართლის სხვა დარგებში და საარბიტრაჟო დავებში, კორპორატიულ და საინვესტიციო ურთიერთობებში. მარკიანს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს სამამკვიდრეო დავებში, მაღალი საზოგადოების მემკვიდრეობის მიღების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ის რეგულარულად ურჩევს კლიენტებს დავალიანების ამოღებასა და აღსრულების, მიწოდების ხელშეკრულებებსა და უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების საკითხებზე.

ბატონი მალსკი ასევე გახლავთ აქტიური საჯარო ფიგურა - ოქტომბერში, 2016 წელს იგი გახდა ავტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსული დასავლეთ უკრაინაში, საკონსულო მხარის, რეგიონის ექვსი ოლქის ჩათვლით. სამი წიგნის ავტორი კომერციულ არბიტრაჟზე, ასევე 100-ზე მეტი სტატიის ავტორი სამართალში.

 

ბატონი მალსკი არის რამდენიმე საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრი, კერძოდ:

  • უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული სასამართლო  (ICAC at UCC);
  • ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (VIAC);
  • ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სოფლისმეურნეობის პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლო;
  • დუბაის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (DIAC);
  • ჩინეთის საერთაშორისო ეკონომიკისა და სავაჭრო საარბიტრაჟო კომისია (CIETAC);
  • კუალა ლუმპურის რეგიონული საარბიტრაჟო ცენტრი (KLRCA);
  • კიშინიოვის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლო (CACIC);
  • რიგის საერთაშორისო კომერციული სასამართლო  (RICAC);

საარბიტრაჟო სასამართლო, ნოვი ტომსილის სავაჭრო პალატასთან არსებული მექსიკის ცენტრი  (CAM);

  • ყაზახეთის საერთაშორისო არბიტრაჟი.

                  

ენები:            უკრაინული, გერმანული, პოლონური, ფრანგული, და რუსული.

პირდაპირი მონაწილეობა საარბიტრაჟო საქმეებში (მოსარჩელე, მოპასუხე, წარმომადგენელი):  საინვესტიციო დავაში უკრაინის მთავრობის ინტერესების დაცვა, საბანკო ინსტრუმენტის სფეროში ნიდერლანდები-უკრაინის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებისა (BIT) და ICSID-ის კონვენციის შესაბამისად.

ü  საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციიდან გამომდინარე მულტიმილიონიან დავაზე წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კომპანიის წარმომადგენლობა;

ü  უკრაინის სახელმწიფო საწარმოს წარმომადგენლობა საინვესტიციო დავაზე უცხო ქვეყნის სახელმწიფოსთან  მოლაპარაკებებში 5 მილიონი ევროს საერთო თანხის ოდენობის დავაზე;

ü  ერთ-ერთი მსხვილი ნავთობპროდუქტების მწარმოებელ კომპანიის წარმომადგენლობა დავაში, რომელიც წარმოიშვა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დანაკარგის შედეგად და გამოწვეულია წილის ფლობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით;

ü  შვეიცარიული კომპანიის ინტერესების დაცვა უკრაინის სახელმწიფო ორგანოს წინააღმდეგ არსებულ არბიტრაჟში UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. დავა წარმოიშვა 9,5 მილიონი აშშ დოლარის ხელშეკრულებიდან, ხოლო არბიტრაჟის ადმინისტრირება განახორციელა ჰააგის მუდმივმოქმედმა საარბიტრაჟო სასამართლომ;

ü  ავსტრიულ და ესტონურ კომპანიებს შორის დავის მორიგების პროცედურა, რომელიც მიმდინარეობს ICAC-ის მიერ UCCI-ში;

ü  საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინული მობილური სერვისის პროვაიდერი კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა რუსეთის მობილური სერვისის პროვაიდერის მიერ თაღლითური საქმიანობასთან დაკავშირებულ დავაზე;

ü  გერმანიის წამყვანი სატელეკომუნიკაციო სერვიის პროვაიდერი კომპანიის წარმომადგენლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინული მობილური სერვისის პროვაიდერი კომპანიის წინააღმდეგ დავაში, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოში;

ü  მოქმედებდა როგორც ექსპერტი მოწმე და წარადგინა ექსპერტი-მოწმის განცხადება უკრაინის კანონმდებლობისა და დავების გადაწყვეტის პროცედურულ საკითხებზე ბიზნესმენის, იტალიის მოქალაქე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ტრანსნაციონალური ფოლადის კომპანიის წინააღმდეგ, მიყენებული ზიანისა და დავალიანების გადახდევინებასთან დაკავშირებით, განხილული მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოში, Queen’s განყოფილებაში;

ü  მსხვილი ამერიკული კომპანიის წარმომადგენლობა სამშენებლო დავაში, რომელიც განიხილებოდა ICAC-სა და UCCI-ის წესების შესაბამისად;

ü  მსხვილი საერთაშორისო საბანკო სინდიკატის წარმომადგენლობა სხვადასხვა საარბიტრაჟო დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებულ დავაში, სხვადასხვა უკრაინული და უცხოელი მსესხებლების წინააღმდეგ, დაახლოებითი ღირებულება 700 მილიონი;

ü  მსხვილი საერთაშორისო საბანკო სინდიკატის წარმომადგენლობა სხვადასხვა საარბიტრაჟო დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებულ დავაში, სხვადასხვა იურისდიქციების დავებზე (ინგლისი, კვიპროსი), საერთო ღირებულებით დაახლოებით 74 მილიონი. სამართლებრივი დახმარება დოკუმენტების მომზადებაში, საერთაშორისო ყადაღისა და აქტივების გამჟღავნების ბრძანებების მოსაპოვებლად, განხილული მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოში, Queen’s განყოფილებაში, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში (LCIA) დაწყებული არბიტრაჟისათვის დახმარების მიზნით;

 

სამართლებრივი სისტემის ცოდნა (რომელი ქვეყნის): უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი.

 

პროფესიული ასოციაციების წევრობა

ბატონი მალსკი არის EBA-ს რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოს წევრი (2016 წლიდან დღემდე), მანამდე იგი იყო საკოორდინაციო საბჭოს (2015) ხელმძღვანელი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე (2009 - 2014) და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (იანვარი 2010 - 2014). ასევე, ბატონი მალსკი იყო უკრაინის ადვოკატთა ასოციაციის ლვოვის ფილიალის საბჭოს წევრი, ლვოვის რაიონის პროკურატურაში საზოგადოებრივი სპეციალისტების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.  მარკიან მალსკი არის სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების წევრი, მათ შორის: ლონდონის სამეფო ინსტიტუტის წევრი (CIArb), ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (LCIA), საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის (IBA) წევრი, უკრაინის საარბიტრაჟო ასოციაციის (UAA) წევრი, უკრაინის ადვოკატთა ასოციაციის (UBA), ლვოვის რეგიონალური ადვოკატთა ასოციაციის (UBA) წევრი და სხვ.

 








უპირატესობები