სემელ გოკიელა



სახელი:                                      სემელ                         

 

გვარი:                                        გოკიელა                                 

 

დაბადების თარიღი:            13.04.1976                 

 

საცხოვრებელი ადგილი:     თურქეთი                    

                                                                       

                                                                            

მოქალაქეობა:                         თურქეთის

 

ელ-ფოსტა:                          cdgokyayla@bilgi.edu.tr                       

 

 

პროფესიული გამოცდილება:

 

სემელ გოკიელა არის იურიდიული კომპანიის, Akinci Law-ს პარტნიორი, რომელიც გახლავთ არბიტრაჟისა და სასამართლო სფეროში წამყვანი იურიდიული კომპანია სტამბოლში. 15 წლიანი გამოცდილებით, იგი საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის სფეროს სპეციალისტია. მას აქვს როგორც არბიტრად, ასევე არბიტრაჟში წარმომადგენლად მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება როგორც ad hoc არბიტრაჟში, ასევე საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესებში UNCITRAL, ICC, DIAC, ICSID, TOBB and ITOTAM საარბიტრაჟო წესების შესაბამისად ადმინისტრირებულ არბიტრაჟში, რომლის გამოსაყენებელი სამართალი სხვადასხვა ქვეყნის არის (შვეიცარიის, გერმანიის, თურქეთის, იემენის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ყატარის, ემირატების, ერაყისა და რუმინეთის სამართლის მიხედვით).

სემელ გოკიელას განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვს  სამშენებლო კონტრაქტებიდან გამომდინარე დავებზე (ინფრასტრუქტურული, სამშენებლო, გზებისა დაენერგეტიკულ პროექტებზე) ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებში, ყურეს ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. 

იგი კონსულტაციებს უწევს კონტრაქტორებსა და დამქირავებლებს საერთაშორისო სამშენებლო პროექტებზე თურქეთსა და საზღვარგარეთ. იგი ასევე წარმოადგენს მხარეებს საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების საკითხებზე თურქეთის სასამართლოებში.

ქალბატონი გოკიელა გახლავთ სტამბოლის საარბიტრაჟო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოში და მონაწილეობა აქვს მიღებული სტამბოლის საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წარმოების წესების შემუშავებაში. იგი ასევე იყო თურქეთის სამოქალაქო კოდექსის ეროვნული არბიტრაჟის მარეგულირებელი დებულებების ცვლილებების შემმუშავებელი ქვეკომიტეტის წევრი. იგი არის დუბაის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წევრი.

ქნ. გოკიელა არის სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის პრეზიდენტი და კითხულობს საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალს, საერთაშორისო კომერციულ სამართალს, უცხოურ საინვესტიციო სამართალს და საერტაშორისო კერძო სამართალს.

იგი სულ ახლახანს დაინიშნა ICC-ის არბიტრაჟისა და ADR-ის კომისიის წევრად რათა წარადგინოს ICC თურქეთიs ინტერესები.

ქნ. გოკიელა როგორც სპიკერი და მოდერატორი მონაწილეობას იღებს კონფერენციებში საერთაშორისო არბიტრაჟისა და საერთაშორისო სამშენებლო სამართლის სფეროებში. იგი არის მრავალი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი.       

                      

გამოცდილება, როგორც არბიტრი (თავმჯდომარე, თანაარბიტრი, ერთპიროვნული არბიტრი):

ქნ. გოკიელას აქვს საერთაშორისო არბიტრაჟში წარმომადგენლობის მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება. მას ასევე აქვს ერთპიროვნულ არბიტრად მუშაობის გამოცდილება.

 

Knowledge of Legal Systems (which Country):

თურქეთი;

პროფესიული ასოციაციების წევრობა:

                  

ენები:

თურქული - მშობლიური;

ინგლისური - თავისუფლად;

ფრანგული - თავისუფლად;

გერმანული - თავისუფლად.








უპირატესობები