7



დებულების მე–17 ან მე–18 მუხლის შესაბამისად არბიტრის გადაყენების შემთხვევაში, DRC–ის სამდივნომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გადაყენებული არბიტრისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობისა და ასანაზღაურებელი ხარჯების შესახებ. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნას არბიტრად ყოფნის პერიოდი, არბიტრის მიერ გაწეული შრომა, არბიტრის გადაყენების საფუძველი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

7.1. თუ არბიტრის აცილების საფუძველი გახდა დებულების 13.2-13.3 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების გაუმჟღავნებლობა, აცილებული არბიტრი არ მიიღებს ანაზღაურებას.

7.2. თუ არბიტრის გადაყენების საფუძველი გახდა დებულების 18.1 ,,დ“ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, გადაყენებულ არბიტრი არ მიიღებს ანაზღაურებას.

7.3. თუ არბიტრი აცილებული იქნა პროცედურულ დადგენილებაზე ხელმოწერამდე, ან პირველი პროცედურული სხდომის გამართვამდე, არბიტრს აუნაზრაურდება მისაღები ჰონორარის 5%;

7.4. თუ არბიტრი აცილებული იქნა პროცედურულ დადგენილებაზე ხელმოწერის ან პირველი პროცედურული სხდომის გამართვის შემდეგ, არბიტრს აუნაზღაურდება მისაღები ჰონორარის 10%;

7.5. თუ არბიტრი აცილებული იქნა ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვის შემდეგ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე, არბიტრს აუნაზღაურდება მისაღები ჰონორარის 20%;

7.6. თუ არბიტრმა ხელი არ მოაწერა გადაწყვეტილებას და არც განსხვავებული აზრის დასაბუთება წარმოადგინა, მაშინ აუნაზღაურდება მისაღები ჰონორარის 25%.

 

 








უპირატესობები